• ჩვენ შესახებ
    • ჩვენი ისტორია
    • ღირებულებები
    • ჩვენი გუნდი
  • პროდუქტები
  • კონსალტინგი
  • ვიტატექი
  • კარიერა
  • სიახლეები

კონტაქტი

ka

en

ჩვენი გუნდი

დავით ქარდავა

დამფუძნებელი
დავით ქარდავა

ვიტამელ საქართველოსა და ვიტამელ აზერბაიჯანის დამფუძნებელი. დავითს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, თრირის უნივერსიტეტში. მას აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება გერმანიის წამყვან საკონსულტაციო კომპანიებში, სადაც წარმატებით ხელმძღვანელობდა ბიზნესის განვითარების მიმართულებებს.

სალომე ბრეგვაძე​

მთავარი ტექნოლოგი​​
სალომე ბრეგვაძე​

ვიტამელ საქართველოს მთავარი ტექნოლოგი. სალომეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის, სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით. მას აქვს 8 წელზე მეტი გამოცდილება ხარისხის მართვისა და სურსათის ტექნოლოგიის მიმართულებით და მრავალი წარმატებული პროექტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ანა სანიკიძე​

გაყიდვების ხელმძღვანელი
ანა სანიკიძე​

ვიტამელ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი. ანას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება გაყიდვების მართვასა და მოლაპარაკებებში. მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება მრავალ წარმატებულ პროექტს და ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

ელისაბედ აჩბა​

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი​​
ელისაბედ აჩბა​

Ვიტამელ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ელისაბედს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს მარკეტინგისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. მას აქვს 15 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების სფეროში, განსაკუთრებით ბრენდის იმიჯის განვითარებასა და პროექტების ეფექტურ მართვაში.

თამუნა მარჯანიძე

​Fit for Growth-პროექტის ხელმძღვანელი​​
თამუნა მარჯანიძე

ვიტამელ საქართველოსა და სითიმის კოლაბორაციის პროექტის ხელმძღვანელი ბიზნესების განვითარების მიმართულებით.​ თამუნას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს იტალიის ტუშას უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება სტრატეგიების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებაში

მარიამ მეგრელიძე

მარკეტინგის მენეჯერი
მარიამ მეგრელიძე

ვიტამელ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი. მარიამს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებით. მას აქვს 8 წელზე მეტი გამოცდილება სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ტარიელ ჯაჯანიძე​

მომარაგების მენეჯერი​​
ტარიელ ჯაჯანიძე​

ვიტამელ საქართველოს მომარაგების მენეჯერი. ტარიელს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით. მას აქვს 10 წლიანი გამოცდილება მომარაგების და ლოჯისტიკის სფეროში, განსაკუთრებით ადგილობრივ ბაზარზე მომარაგების პროცესების ეფექტურ მართვაში.